ორგანოთა სისტემები

ნერვული სისტემა

ენდოკრინული სისტემა

საყრდენ–მამოძრავებელი სისტემა

სისხლი

გულ–სისხლძარღვთა სისტემა

ლიმფური სისტემა

სუნთვის სისტემა

საჭმლის მომნელებელი სისტემა

სისტემა

გამრავლების სისტემა

вторник, 13 апреля 2010 г.

ნერვული სისტემა



პროექტის სახელი: ნერვული სისტემა

პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტი ეძღვნება ჩვენი ორგანიზმის მთავარი მმართველი სისტემის - ნერვული სიტემის აგებულების და ფუნქციონირების შესწავლას

პროექტის სრული აღწერა: 21-ე საუკუნეში სასწავლო პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლის სახელმძღვანელოებში მოწოდებული მწირი ინფორმაციის გარდა მოსწავლეებს ხშორად სჭირდებათ დამატებითი მასალის მოიძიება, მაგრამ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მაღალკლასელთათვის მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი ქართულენოვანი ლიტერატურა თითქმის არ არსებობს, ინტერნეტის ქსელში კი მხოლოდ ვიკიპედიასა და რამდენიმე საიტზე შეიძლება რაიმეს მოძიება და სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია ან ენობრივად არ არის გამართული, ან ფაქტობრივი შეცდომებია დაშვებული. ჩვენი პროექტის მიზანია შევქმნათ მოსწავლეთათვის შეძლებისდაგვარად სრულფასოვანი ქართულენოვანი საიტი ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგიის შესახებ. აქ ცალ-ცალკე განვიხილავთ ჩვენი ორგანიზმის ყველა სისტემას, მათ ანატომია-ფიზიოლოგიას, გავრცელებულ დაავადებებს, მათ შესაძლო მკურნალობის მეთოდებს როგორც ტრადიციული, ისე ხალხური რეცეპტებით.
ჩვენი ვებ-გვერდის პირველ თემად ნერვული სისტემა ავირჩიერთ, რადგან სწორედ ის წარმოადგენს ჩვენი ორგანიზმის მთავარ მმართველს. მის ”ბრძანებებს” ექვემდებარება ადამიანის ყველა ორგანოს ინდივიდუალური თუ შეთანხმებული ფუნქციონირება. ხშირად, თავის ტვინის ოდნავი დაზინებაც კი სერიოზულ დარღვევებს იწვევს, ამიტომ აუცილებლია ყველა ადამიანმა იცოდეს, თუ როგორ მუშაობს მისი სხეულის მთავარი ”გენერალი”, როგორ მოუფრთხილდეს მას, როგორ შეინარჩუნოს მთელი ცხოვრება ჯანსაღი ფსიკიდა და კარგი მეხსიერება. გავეცნობით ნერვული სისტემის მორფოლოგიური ერთეულის- ნეირონის აგებულებას, მისი ფუნქციონიერბის თავისებურებებს, ნერვული ქსელების ტიპებს, შევეხებით გრძნობის ორგანოების აგებულებას და მოქმედების მექანიზმებს. გავეცნობით იმ ძირითად ფიზიკურ და ქიმიურ პროცესებს, რაც ამ სისტემის მოქმედებისთვისაა აუცილებელი. ეს ყოველივე დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს ბიოლოგიური ცოდნის გაღრმავებაში.

პროექტის მონაწილეთა ასაკი/კლასები: 15-17 წელი/ მე-10 - მე-11 კლასები

ვადები და ხანგრძლივობა: 2010 - 2011 სასწავლო წელი/7 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურის დამუშავება, ინტერნეტ ქსელიდან ფოტომასალის და სურათების მოძიება, სქემების, გრაფიკების, დიაგრამების აგება. დისკუსიების გამართვა, პრეზენტაციები, კონფერენციის მოწყობა.

მოსალოდნელი შედეგები/პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიღმავებენ ცოდნას ადამინის ნერვული სისტემის აგებულებისა და ფუნქციონირების შესახებ. მოაწყობენ პრეზენტაციებს, ვიქტორინებს,ბლოგს, შექმნიან ვებ-გვერდს.

სასარგებლო სხვებისთვსი: გაეცნობიან ადამიანის ნერვული სისტემის აგებულებისა და ფუნქციონირების თავისებურებებს, ნერვული სისტემის დაავადებებს, მათი მკურნალობის მეთოდებს. გაიგებენ, თუ რატომ უყვართ,რატომ ტირიან ან იცინიან, რატომ სძულთ ან ეშინიათ, რატომ შეუძლიათ საირული, ცურვა, რატომ შეუძლია ზოგ ადამიანს საოცარი მუსიკის ან ხელოვნების ნიმუშის შექმნა და ა.შ.

სამუშაო ენა: ქართული

მონაწილეები სხავ სკოლიდან:

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ბიოლოგია: გაეცნობიან ნერვული სისტემის შემადგენელი ნაწილების აგებულებას, ფიზიოლოგიურ მახასიათებლებს, ფუნქციონირებას, დაზინების მიზეზებს. დაწვრილებით გაეცნობიან ნეირონის აგებულებას და ძირითად მახასიათებლებს. განიხილავენ თავის და ზურგის ტვინის ცალკეულ უბნებს. ნერვული სისტემის დაავადებებს, მათ პრევენციას, შესაძლო მკურნალობის მეთოდებს. გაეცნობიან წამალთდამიკუდებულებების მიზეზებს.

ფიზიკა: განიხილავენ ნეირონში მიმდინარე ელექტრული მოვლენების თავისებურებებს. გამოიყენებენ მექანიკაში, ოპტიკაში, თერმოდინამიკაში მიღებულ ცოდნას ნერვული სისტემის სხვადასხვა განყოფილებაში მიმდინარე პროცესების ასახსნელად.

ქიმია
: გაეცნობიან ნერვულ სისტემაში გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ ქიმიურ სტრუქტურას. მოიპოვებენ მასალას მთავარი მედიატორების შესახებ. მოიძიებენ ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო ფარმაცევტულ საშულებებს, გაეცნობიენ მათი მოქმედების პრონციპებს. გაეცნობიან წამალთდამოკიდებულების მიზეზებს.

პროექტის ფასილიტატორი: ბმდ. ეკატერინე მითაიშვილი

პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: katomitha@gmail.com

პროექტის ფორუმი:

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://mitaishvili.blogspot.com/

воскресенье, 11 апреля 2010 г.

ენდოკრინული სისტემა

 ენდოკრინული სისტემა


            ადამიანის ორგანიმზმი რთული სისტემაა, რომლის ნორმალური ფუნქციონირება მოითხოვს მეტად ნატიფ და დახვეწილ სარეგულაციო მექანიზმებს. ორგანიზმის ნებისმიერი ფუნქცია, ქცევა რამდენიმე ორგანოთა სისტემის ერთდროულ ამოქმედებას საჭიროებს. თუ ამ სისტემების შემადგენელმა ორგანოებმა შეთანხმებულად არ იმოქმედა, გარემოს ცვალებად პირბებთან შეგუება და არსებობა ძალიან გაგვიჭირდება. ამ რთულ სარეგულაციო მექანიზმს ქმნის ორი სისტემა: ნერვული და ენდოკრინული. მოდით ახლა გავეცნოთ ენდოკრინული სისტემის აგებულების და ფუნქციონირების თავისებურებებს.


             ენდოკრინულ სისტემას ქმნის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, რომლებიც გამოიმუშავებენ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს - ჰორმონებს. ამ ჯირკვლებს, ეგზოკრინული ჯირკვლებისაგან განსხვავებით,  საკუთარი სადინარი არ გააჩნიათ, ამიტომ სეკრეტს გამოყოფენ პირდაპირ სისხლში. სისხლს  ჰორმონები სამიზნე უჯრედებამდე  მიაქვს. მათ მემბრანაზე მოთავსებულია სპეციალური ცილა რეცეპტორები,